ლედი გაგა

ლედი გაგა: მე არ ვარ შემდეგი მადონა, მე შემდეგი IRON MAIDEN ვარ

Hollywood Reporter

პოპ ვარსკვლავმა ლედი გაგამ მუსიკალური ჟანრის, მეტალის შესახებ ისაუბრა.

მომღერლის თქმით, მის ბოლო დროინდელ შემოქმედებაზე კლასიკური როკისა და მეტალ ჯგუფების გავლენა დიდია. მან ასევე მის საყვარელ ჯგუფზე, Iron Maiden-ზე ისაუბრა.

"ჩემი აზრით, Iron Maiden ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფია ისტორიის განმავლობაში. ადამიანების ნაწილმა არ იცის მეტალის რეალური მნიშვნელობა და ისინი უკუაგდებენ მას. ეს ადამიანები სტადიონებს ავსებდნენ და დღესაც ავსებენ", - თქვა ლედი გაგამ.

მომღერლისვე თქმით, ის შემდეგ მადონა არ არის, ის შემდეგი Iron Maiden-ია.

"მათი [Iron Maiden-ის] პოეზია ძალიან ძლიერია, როდესაც ფანები მათ მოსასმენად მიდიან, ისინი ერთიანდებიან. ხალხს, რომელიც მეუბნება, რომ შემდეგი მადონა ვარ, ყოველთვის ვპასუხობ, რომ არა, მე შემდეგ Iron Maiden ვარ", - თქვა ლედი გაგამ.

კომენტარები