ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანი: 16 ოქტომბრამდე უნდა გადავდგე

0 კომენტარი

სომხეთის პრემიერმინისტი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ 16 ოქტომბრამდე გადადგება. 

ამის შესახებ ფაშინიანმა France24- ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა. 

"ამ ეტაპზე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ რომ საპარლამენტო არჩევნები 9-10 დეკემბერს გაიმართება. პლიუს-მინუს რამდენიმე დღე. ამიტომაც მე 16 ოქტომბრამდე უნდა გადავდგე",- ამბობს ფაშინიანი

ფაშინიანმა გადადგომის შესახებ ადრეც თქვა, თუმცა მაშინ თარიღი არ დაუსახელებია. მისი თქმით, პოსტის დატოვების შემდეგ პარლამენტი მეორე ჯერზე ვერ აირჩევს ახალ პრემიერს, ამიტომ იძულებული იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. 

ფაშინიანს პრემიერმინისტრის პოსტზე სომხეთის პარლამენტმა მხარი 8 მაისს დაუჭირა. 

სომხეთის საპროტესტო გამოსვლებს ლიდერი თავისი პოლიტიკური ალიანსის, იელკის მხრიდან პრემიერმინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად 30 აპრილს დასახელდა.

სომხეთის პრემიერმინისტრის ხელახლა კენჭისყრა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სერჟ სარგსიანი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერმინისტრის პოსტზე გადაინაცვლა, საპროტესტო გამოსვლების შედეგად, თანამდებობიდან გადადგა. 

სომეხი ხალხი ფიქრობდა, რომ თუ სარგსიანი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დარჩებოდა, ძალაუფლებას სამუდამოდ შეინარჩუნებდა, ვინაიდან 2015 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიკვეცა, პრემიერმინისტრისა კი - გაიზარდა. საპროტესტო აქციებს ფაშინიანი უძღვებოდა. 

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია კახეთში მომხდარი დაპირისპირების გამო გახარიას პარლამენტში იბარებს

კომენტარები