დონალდ ტრამპი და კანიე ვესტი თეთრ სახლში ერთმანეთს შეხვდებიან

დღეს, კანიე ვესტი და დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ერთმანეთს შეხვდებიან.
The New York Times-ის ცნობით, შეხვედრას ამერიკელი რეპერისა და აშშ-ს პრეზიდენტის გარდა, თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი და ივანკა ტრამპის ქმარი, ჯარედ კუშნერიც დაესწრება.
გავრცელებული ინფორმაციით, კანიე ვესტი და დონალდ ტრამპი ჩიკაგოში წარმოების საკითხებსა და პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის მუშაობის შესაძლებობებზე ისაუბრებენ.
კანიე ვესტი დონალდ ტრამპის ცნობილი მხარდამჭერია. მან 2016 წელს, კონცერტზე, დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა, ამავე წლის დეკემბერში კი მას თეთრ სახლში შეხვდა.

კომენტარები