მელანია ტრამპის ინტერვიუ

მელანია ტრამპი: როდესაც ვინმეს შევიწროებაში ადანაშაულებ, საჭიროა მტკიცებულება

ABC news

ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა ABC News-ს აფრიკაში ყოფნის დროს ინტერვიუ მისცა, რომელიც ეთერში პარასკევს გავა.

სრული ინტერვიუს გასვლამდე, ABC News-მა ნაწყვეტები გაავრცელა, სადაც მელანია ტრამპი #MeToo მოძრაობასა და ქალების უფლებების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებზე საუბრობს.

"სამწუხაროა, მე მსურს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და მოძრაობებთან თანამშრომლობა, მაგრამ ისინი არჩევენ რომ არ ითანამშრომლონ ჩემთან, ადმინისტრაციის გამო. მე ვგრძნობ, რომ ისინი პოლიტიკას არჩევენ, სხვების დახმარებას. არ მინდა დავაკონკრეტო, რომელ ორგანიზაციებზე მაქვს საუბარი, ისინი ამას თავად მიხვდებიან",- თქვა მელანია ტრამპმა.

აშშ-ის პირველი ლედის თქმით, საჭიროა გქონდეს მტკიცებულება, როდესაც ამბობ რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ხარ.

"მე მხარს ვუჭერ ქალებს, აუცილებელია მათი ხმა ისმოდეს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ არამარტო ქალებს, არამედ კაცებსაც. როდესაც ვინმეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებ, საჭიროა გქონდეს მტკიცებულება. მე ქალების გვერდით ვდგავარ, მაგრამ საჭიროა ვაჩვენოთ მტკიცებულებები. შენ უბრალოდ ვერ იტყვი, რომ სექსუალურად შეგავიწროვეს, იმიტომ რომ ხშირად მედია ძალიან შორს მიდის ისტორიების მოყოლის დროს. ეს არ არის სწორი", - თქვა მელანია ტრამპმა.

კომენტარები