მაიკ პომპეო

პომპეო: აშშ სირიას ერთი დოლარითაც არ დაეხმარება, სანამ იქ ირანული ძალები იქნებიან

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თქვა, რომ აშშ სირიის რეკონსტრუქციისათვის თანხის გამოყოფას არ აპირებს მანამ, სანამ ქვეყანაში ირანის სამხედრო ძალები რჩებიან.

"ირანული სამხედრო ძალები ქვეყნიდან უნდა გააძევოს სირიის მთავრობამ, რომელსაც მათი იქ ყოფნისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა. თუ სირია ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედროების სრულად გაყვანას არ უზრუნველყოფს, აშშ-საგან რეკოსტრუქციისათვის ერთ დოლარსაც კი ვერ მიიღებს." თქვა მან.

პომპეოს თქმით სირიაში აშშ-ის მთავარ მიზნად კვლავ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხება რჩება, თუმცა ირანული გავლენის შემცირებაც ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ირანის და რუსეთის სამხედრო ძალები სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს. პომპეოს ირანის მსგავსი მოთხოვნები რუსეთის მიმართ არ წამოუყენებია.

გასულ თვეს ეროვნული უსფართხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები რეგიონში მანამ დარჩებიან, "სანამ ირანის სამხედრო ძალები საკუთარ საზღვრებს გარეთ არიან."

მისივე თქმით რუსეთის სირიაში "გაიჭედა" და ახლა სხვებს ეძებს, ვინ ომის შემდეგ ქვეყნის რეკონსტრუქციას დააფინანსებენ.

მისი აზრით აშშ-ს რუსეთთან მოლაპარაკებებში უპირატესობა აქვს, რადგან "რუსები ამ დროისათვის გაჭედილები არიან."

"არ მგონია, რომ სურდეთ იქ ჩარჩენა. ჩემი აზრით ევროპაში მათი გაშმაგებული დიპლომატიური აქტივობა აჩვენებს, რომ სურთ სხვა იპოვონ, ვინც სირიის რეკონსტრუქციის ხარჯებს დაფარავს - რაშიც შეიძლება ვერც მიაღწიონ წარმატებას."

"სირიაში ჩვენი ინტერესია, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხალიფატი გავანადგუროთ, ტერორიზმის მზარდ საფრთხეს გავუმკლავდეთ და ყურადღება მივაქციოთ ირანის შეიარაღებულ ძალებს. ეს არის საკითხები, რის გამოც იქ ვრჩებით." თქვა მან.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიგი უგულავა

კომენტარები