ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფორსმა თანამდებობა დატოვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამრელიძემ თანამდებობა დატოვა. სამსახურში ტაბულას უთხრეს რომ მისი მოვალეობის შემსრულებელი დროებით სოსო რამიშვილი იქნება. მათივე ინფორმაციით, გამყრელიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

ლევან გამყრელიძე საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2017 წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე მას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2014-2015 წლებში კი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

სამსახურის ახალი უფროსის სოსო რამიშვილის ბიოგრაფიის მიხედვით, ის სამსახურის უფროსის მოადგილედ 2018 წლის 23 მარტს დაინიშნა. იქამდე, - 2017-2018 წლებში რამიშვილი RMG Gold-ისა და RMG Copper-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. რამიშვილის ბიოგრაფია ასეთია:

  • 23.03.2018-დან დღემდე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე
  • 21.02.2017-13.03.2018 - შპს RMG Gold და სს RMG Copper. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
  • 2016-2017 წლები - შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“, ფინანსური დირექტორის მოადგილე
  • 02.03.2016-01.02.2017 წლები - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მე-4 მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი
  • 2013-2015 წლები - სს „საქართველოს რკინიგზა“, ოპერაციათა მართვის დეპარტამენტი, სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
  • 2006 -2012 წლები - შპს Orion Group სპორტული ბრენდი PUMA-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, აღმასრულებელი დირექტორი

კომენტარები