გენეტიკური ინჟინერია

ჩინელმა მეცნიერებმა ერთნაირსქესიანი თაგვებისაგან შთამომავლობის მიღება შეძლეს

BBC

BBC-ს მიხედვით, ჩინელმა მეცნიერებმა გენეტიკური ინჟინერიის მეშვეობით ერთნაირისქესიანი თაგვებისაგან შთამომავლობა მიიღეს.

მეცნიერებმა შთამომავლობის მიღება სცადეს როგორც ორი მამრი ასევე ორი მდედრი თაგვისაგან. პირველ შემთხვევაში მიღებულმა თაგვებმა მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლეს, თუმცა მდედრი თაგვებისაგან მიღებული შთამომავლობა გადარჩა და გამრავლებაც შეძლო.

მეცნიერებმა მდედრი თაგვებისაგან კვერცხუჯრედი და ჰაპლოიდური ემბრონული ღეროვანი უჯრედი აიღეს, თუმცა მათ გენეტიკური ინსტრუქციების სამი წყების წაშლაც მოუხდათ, რათა შთამომავლობა გენეტიკური დაავადებებით არ დაბადებულიყო.

ზოგერთი მეცნიერის აზრით შესაძლოა შთამომავლებიც მაინც არ იყვნენ ბოლომდე ჯანმრთელი და საკითხი დამატებით გამოკვლევებს საჭიროებს.

კომენტარები