სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ბინადრობისა და მართვის ყალბი მოწმობების დამზადება-გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: თალჰა ო. და ჰუსეინ ჩ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდგომი გასაღების მიზნით, დაამზადეს ყალბი საქართველოს ბინადრობისა და მართვის მოწმობა და თურქეთის მოქალაქეს 1600 აშშ დოლარად მიჰყიდეს" - აცხადებს სუს-ი.

გამოძიება თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები