მიშელ ობამა და ჯორჯ ბუში

მიშელ ობამა: ჯორჯ ბუში უმცროსი ჩემი თანამზრახველია, მე ის სიკვდილამდე მიყვარს

usatoday.com

აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ, აშშ-ის 43-ე პრეზიდენტზე ჯორჯ ბუშ უმცროსზე ისაუბრა.

მიშელ ობამას თქმით, ამდენი წლის განამვლობაში ოფიციალურ ღონისძიებებზე ერთად ჯდომის გამო ჯორჯ ბუში უმცროსი მის თანამზრახველად ჩამოყალიბდა.

"პრეზიდენტი ბუში და მე ოფიციალურ ღონისძიებებზე ყოველთვის ერთად ვსხედვართ, პროტოკოლი გამო. ამიტომ, ის ჩემი თანამზრახველია ყველა დიდ საქმეში. მე ის სიკვდილამდე მიყვარს, დიდებული და სახალისო კაცია", - თქვა მიშელ ობამამ.

მიშელ ობამას თქმით, მათი განსხვავება პოლიტიკური პარტიების გამო არაფერს ნიშნავს.

"პოლიტიკური პარტიები ვერ დაგვაშორებენ. კანის ფერი, გენდერი და მსგავსი რაღაცები ჩვენ ვერ დაგვაშორებენ", - თქვა მიშელ ობამამ.

კომენტარები