Banksy

ქალი, რომელმაც აუქციონზე Banksy-ს "გოგონა ბუშტით" იყიდა დაზიანებული ნახატის დატოვებას აპირებს

ქალი, რომელმაც ლონდონში აუქციონზე ბრიტანელი არტისტის, ბანკსის ნახატი "გოგონა ბუშტით" 1 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა ამბობს, რომ ნახატის დატოვებას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვისთანავე ჩარჩოში ჩამონტაჟებულმა მოწყობილობამ ის ნახევრად გაანადგურა.

"თავდაპირველად შოკში ვიყავი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ახლა ხელოვნების ისტორიის ჩემი ნაწილის მფლობელი ვარ." თქვა მყიდველმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

განადგურების შემდეგ ნახატს "სიყვარული ნაგვის ურნაშია" დაარქვეს.

 

ბანკსიმ დაზიანებული ნახატის ფოტო საკუთარ ინსტგრამზე დადო და განმარტა, რომ ჩარჩოში მოწყობილობა თავად დააყენა იმ შემთხვევისათვის, თუ ოდესმე ნახატს აუქციონზე გაიტანდნენ.

 

კომენტარები