2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

კალაძე: NGO-ების განცხადება, ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებაზე, არის სიცრუე

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, NGO-ების მიერ გავრცელებული განცახდება, თითქოს მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ, არის სიცრუე. 

"მარტივად გეტყვით, ეს არის სიცრუე, სიცრუე, სიცრუე,"- თქვა კალაძემ.

დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანმა არჩევნებმა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. NGO-ები ქართული ოცნების მიერ საჯარო მოხელეებზე შესაძლო ზეწოლაზე საუბრობენ.

უფრო ვრცლად განცხადების შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები