K-pop

კორეული ბენდის, BTS-ის შოუ, Burn the Stage ეკრანებზე 15 ნოემბერიდან გამოვა

კორეული ბენდის, BTS-ის შოუ, Burn the Stage ეკრანებზე 15 ნოემბერიდან გამოვა. 

ფილმის რეჟისორი პარკ ჯუნ სუა, ხოლო პროდიუსერი Big Hit Entertainment-ი. ის აღწერს ჯგუფის თავბრუდამხვევ წარმატებას და BTS-ის The Wings-ის ტურს, რომლის ფარგლებშიც 40 კონცერტზე 550 ათასი ბილეთი გაიყიდა.

ფილმის კადრები BTS-ის ლაივ კონცერტებიდან, კადრს მიღმა სცენებიდან და  ინტერვიუებიდან იქნება.

BTS შვიდი წევრისგან შედგება (RM, JIN, SUGA, J-HOPE, JIMIN, V, JUNGKOOK). ჯგუფი კომპანია Big Hit Entertainment-მა დააარსა. მისი დებიუტი 2013 წლის 12 ივნისს შედგა, სიმღერით "No More Dream". 

"ბითიესიქეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო, ხოლო სიმღერა Idol-მა იუთუბზე რეკორდი მოხსნა, მან 24 საათში 56 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა. 

კომენტარები