დევიდ ბოუი

BBC დევიდ ბოუის შესახებ მესამე დოკუმენტურ ფილმს 2019 წელს გამოუშვებს

Pinterest.com

BBC-მ დაანონსა, რომ 2019 წელს დევიდ ბოუიზე გადაღებულ მესამე დოკუმენტურ ფილმს "David Bowie: The First Five Years"-ს გამოუშვებს.

ფილმის გამოსვლის თარიღი დევიდ ბოუის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრეკის "Space oddity"-ს გამოქვეყნებიდან 50 წლის გასვლას დაემთხვევა. 

დოკუმენტური ფილმი დევიდ ბოუის ცხოვრებაში Ziggy stardust-ის პერიოდზე იქნება. ფილმი BBC-ის მიერ გადაღებული ტრილოგიის მესამე ნაწილი იქნება. პირველი ნაწილი "David Bowie: Five Years" 2013 წელს გამოვიდა, მეორე ნაწილი "David Bowie: The Last Five Years" კი 2017 წელს.

კომენტარები