ჰიმალაი

ნეპალში ჰიმალაის მთებში ქარბუქს 8 მთამსვლელის სიცოცხლე ემსხვერპლა

SkyNews

ნეპალში, ჰიმალაის მთებში ქარბუქმა მთამსვლელების ბანაკი გაანადგურა, რასაც 8 მთამსვლელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გურჯას მთაზე მდებარე ბანაკში შტორმის დროს 5 სამხრეთ კორეელი მთამსვლელი და მათი 4 ნეპალელი გიდი იმყოფებოდა. სამაშველო ვერტმფრენით ბანაკის ტერიტორიაზე 8 დაღუპულის პოვნა შეძლეს. ერთ-ერთი ნეპალელი გიდი დაკარგულად ითვლება.

დაღუპულთა შორისაა ცნობილი სამხრეთ კორეელი მთამსვლელი კიმ ჩანგ-ჰო, რომელმაც 14 უმაღლესი მწვერვალი ჟანგბადის ბალონების გარეშე დალაშქრა.

გურჯას მთის მწვერვალი 7,193 მეტრზე მდებარეობს და დჰაულაგირის მასივშიშედის, რომელშიც ასევე შედის მსოფლიოში სიმაღლით მეშვიდე მწვერვალი დჰაულაგირი. მთამსვლელთა ბანაკი 3,500 მეტრ სიმაღლეზეა და უახლოესი სოფლიდან ერთი დღის სავალზე მდებარეობს. მწვერვალზე აღწევა სულ 30-მა ადამიანმა შეძლო და 1996 წლის შემდეგ ის არავის დაულაშქრავს.

კომენტარები