დამკრძალავი ბიურო

დეტროიტში, მიტოვებულ დამკრძალავ ბიუროში 11 ახალშობილის გვამი აღმოაჩინეს

Cantrell Funeral Home

დეტროიტში, ყოფილი დამკრძალავი ბიუროს შენობაში, რომელიც სახელმწიფო სამსახურმა აპრილში ანტისანიტარიის და გვამების არასწორი შენახვის პირობების გამო დახურა, ხრწნის პროცესში მყოფი 11 ახალშობილის გვამი აღმოაჩინეს. 

გვამების შესახებ პოლიციას პარასკევს დილის 6:30 საათზე მუშებმა შეატყობინეს, მათ 9 გვამი ყუთში, ხოლო ორი კუბოში იპოვეს. პოლიციამ მთელი შენობა გაჩხრიკა, სხვა ვერაფერი აღმოაჩინა და ახლა გვამების გაკვეთის შედეგებს ელოდება. 

CNN-მა დამკრძალავ ბიუროსთან კონტაქტი სცადა, თუმცა ნომერი სხვა კომპანიის სატელეფონო ცენტრს ეკუთვნოდა.

კომენტარები