მელანია ტრამპი

მელანია ტრამპი: წარწერა " არ მანაღვლებს" ჩემს ქურთუკზე მემარცხენე მედიას ეხებოდა

0 კომენტარი
მელანია ტრამპი Zara-ს ქურთუკში წარწერით "მე არ მადარდებს, შენ?" ფოტო: Elle

ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, ABC News-სთან ინტერვიუში განმარტება გააკეთა, თუ რატომ ეცვა ქურთუკი წარწერით "მე ნამდვილად არ მანაღვლებს, შენ?", როდესაც რამდენიმე თვის წინ მიგრანტი ბავშვების დაკავების ცენტრის მოსანახულებლად ჩავიდა. ამ წარწერამ დიდი ყურადღება მიიპყრო და სპეკულაციის საგანიც გახდა. მელანია ტრამპს ქურთუკი თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას და ასვლისას ეცვა და არა უშუალოდ თავშესაფარში.

"ცხადი იყო, რომ მე ეს ქურთუკი ბავშვებისთვის არ მეცვა," - თქვა მან.

"ეს იყო იმ ადამიანებისთვის და მემარცხენე მედიისთვის, ვინც მაკრიტიკებენ. მინდა, მათ ვაჩვენო, რომ ეს არ მანაღვლებს. როგორც უნდათ, ისე მაკრიტიკონ. ეს ვერ შემაჩერებს, რომ ის ვაკეთო, რაც სწორი მგონია,"  - თქვა ინტერვიუში პირველმა ლედიმ. 

მელანია ტრამპის თქმით, აჯობებდა მედია იმაზე კონცენტრირდეს, რასაც აკეთებს, ნაცვლად იმისა, თუ რა აცვია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები