პასტორი ენდრიუ ბრანსონი

გათავისუფლებული პასტორი დონალდ ტრამპს შეხვდა და მისთვის ილოცა

ენდრიუ ბრანსონი და დონალდ ტრამპი
The Independent

პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთს თითქმის სამი წლის მანძილზე ჰყავდა დაკავებული, აშშ-ში დაბრუნდა და თეთრს სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

ბრანსონმა ტრამპს მის გათავისუფლებაში შეტანილი წვლისათვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ილოცა.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თქვა, რომ ეს უზარმაზარი ნაბიჯია თურქეთთან შესანიშნავი ურთიერთობის დამყარებისაკენ.

ტრამპმა ასევე უარყო რაიმე შეთანხმების არსებობა თურქეთთან პასტორის გათავისუფლების თაობაზე, თუმცა თქვა, რომ აშშ თურქეთისათვის დაწესებულ მკაცრ სანქციებს გადახედავს.

"თურქეთთან პასტორ ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებასა და დაბრუნებაზე არავითარი შეთანხმება არ ყოფილა. მე მძევლების გასათავისუფლებლად შეთანხმებებს არ ვდებ. თუმცა აშშ აფასებს ამ საქციელს, რამაც, შესაძლოა აშშ-სა და თურქეთს შორის შესანიშნავი ურთიერთობების ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანოს!" დაწერა მან საკუთარ Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებდნენ და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 35 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა.

12 ოქტომბერს იზმირის სასამართლომ ბრანსონი ბრალდებების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა საპატიმროში გატარებული დროის გამო დარბაზიდანვე გაათავისუფლა.

ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-მა და თურქეთმა დაკავებული ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლების თაობაზე შეთანხმებას მიაღწეის. საიდუმლო შეთანხმების პირობების მიხედვით, სანაცვლოდ აშშ-ს თურქეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები უნდა მოეხსნა.

 

კომენტარები