ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 18 ოქტომბრამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-18 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.

16-17 ოქტომბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +18, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში 16-17 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემერატურა +20, +22 გრადუსი იქნება.

კომენტარები