Erasmus+

ERASMUS+-მა დაფინანსება მხოლოდ საქართველოსთვის 6 მილიონი ევროთი გაზარდა

facebook.com/National-Erasmus-Office-Georgia

Erasmus+-მა დაფინანსება მხოლოდ საქართველოსთვის 6 მილიონი ევროთი გაზარდა.

საქართველო Erasmus+-გან აქამდე მხოლოდ რეგიონალურ დაფინანსებას იღებდა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის არის გამოყოფილი. უკრაინასთან, სომხეთთან, მოლდოვასთან, აზერბაიჯანთან და ბელარუსთან ერთად, საქართველოზე რეგიონალური დაფინანსების 23% მოდიოდა, თუმცა 2019 წლიდან საქართველოს Erasmus+ დამატებით 6 მილიონი ევროთი დააფინანსებს.

დამატებითი დაფინანსების, კერძოდ კი 5 მილიონი ევროს მოთხოვნის წერილი Erasmus+-ის საქართველოს ეროვნულმა ოფისმა 2017 წელს დაწერა. ნაცვლად 5 მილიონისა, Erasmus+-მა საქართველოსთვის 6 მილიონი ევრო გამოყო.

დამატებითი დაფინანსება, დაახლოებით, 800 სტუდენტით მეტს მისცემს საშუალებას მოიპოვოს სტიპენდია და ასევე შესაძლებელი გახდება უფრო მეტი პროექტის განხორციელება.

Erasmus+ არის ევროკავშირის შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც დაიწყო 2014 წელს და 2020 წლამდე გაგრძელდება. მისი მტლიანი ბიუჯეტი შეადგენს 14.7 მილიარდ ევროს, რომელიც გადანაწილებულია სხვადასხა სფეროებში [განათლება, ახალგაზრდული საქმე, სპორტი, ტრენინგები] პროექტების განხორციელებასა და სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემაზე.

კომენტარები