გერმანია

კელნის რკინიგზის სადგურზე შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს

DW

გერმანიაში, კელნის რკინიგზის სადგურზე დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს. გავრცელებული ცნობით, თავდასხმა ცენტრალური სადგურის შენობასთან მდებარე აფთიაქში მოხდა.

ადგილობრივი მედიის მიხედვით ისმოდა სროლის ხმა.

პოლიციამ სადგურის ევაკუაცია დაიწყო და მოსახლეობას მოუწოდა თავი შეიკავოს სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისაგან. შეფერხებულია მატარებლების მოძრაობა. თავდამსხმელთა ვინაობა და თავდასხმის მოტივი ამ დროისათვის უცნობია.

კომენტარები