Game of thrones

პიტერ დინკლიჯი ტირიონ ლანისტერზე: სიკვდილი შესაძლოა საუკეთესო გამოსავალი იყოს

HBO

Game of Thrones-ის ვარსკვლავმა პიტერ დინკლიჯმა, რომელიც ტირიონ ლანისტერის როლს ასრულებს, მერვე სეზონში მისი პერსონაჟის ხაზის განვითარებაზე ისაუბრა.

ჟურნალისტებმა დინკლიჯს კითხეს, როგორ დასრულდება ტირიონ ლანისტერის ამბავი.

"ვფიქრობ, მას [ტირიონ ლანისტერს] ძალიან კარგი გამოსავალი მოუძებნეს. არ აქვს მნიშვნელობა რა არის ეს - სიკვდილი შესაძლოა იყოს საუკეთესო გამოსავალი", - თქვა პიტერ დინკლიჯმა.

სერიალ Game of thrones-ის ფინალური, მერვე სეზონი 2019 წელს გამოვა.

კომენტარები