18 ოქტომბერს, გორის და გარდაბნის სოფლებს გაზმომარაგება შეუწყდება

pennystockresearch

ხვალ, 18 ოქტომბერს, გარდაბნის და გორის სოფლებს გაზმომარაგება შეუწყდება. სოკარის ინფორმაციით, მიზეზი გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. 

დღეს ღამის 00:00 საათიდან ხვალ საღამოს 17:00 საათამდე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაზმომარაგება შეუწყდება თაზაქენდს, ბირლიკსა და კალინინოს.

ხვალ დილის 07:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე კი, გორის მუნიციპალიტეტში თედოწმინდას, ვარიანს, ვარიანის მეურნეობას, საქაშეთს, შინდისს, ყელქცეულს, ფხვენისს, ქვემო ხვითს, ზემო ხვითს, ქვემო ნიქოზს, ზემო ნიქოზს, მეღვრეკსა და ერგნეთს შეუწყდება გაზმომარაგება.

"კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები" - ნათქვამია სოკარ ჯორჯია გაზის განცხადებაში.

კომენტარები