კანადაში მარიხუანის რეკრეაციული მიზნით გამოყენება ლეგალური გახდა

კანადა, ურუგვაის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, სადაც მარიხუანის რეკრეაციული მიზნით გაყიდვა და მოხმარება დღეიდან ლეგალური გახდა.

BBC-ის ცნობით, 15 მილიონ დიასახლისს ახალი კანონების შესახებ ინფორმაცია დაეგზავნა, მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლების კამპანიებიც. პოლიცია განახლებულ სამუშაო პირობებისთვის ემზადება. 

უკანონოდ ჩაითვლება 30 გრამზე მეტი მარიხუანის შენახვა და ლიცენზიის არმქონე გამყიდველებისგან მისი შეძენა. ასევე უკანონოა მარიხუანის 4 ბუჩქზე მეტი მოყვანა. ხოლო 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ყველას, ვინც არასრულწლოვანს მიყიდის მას. 

მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით კანონის შემსუბუქება, ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერმინისტრის ჯასტინ ტრუდოს წინასაარჩევნო დაპირება იყო 2015 წელს. ის ამბობდა, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არაეფექტური იყო. ტრუდო მიიჩნევს, რომ ახალი კანონი ქვეყანას მარიხუანის წარმოებისა და მოხმარების უკეთ კონტროლში დაეხმარება. 

კანადაში მარიხუანის შენახვა 1923 წელს აიკრძალა, ხოლო 2001 წელს მისი სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება ლეგალური გახდა. 

კომენტარები