ზამთარი მოდის და დროა სუსხიან ამინდებს მომზადებულები შევხვდეთ.
სხვადასხვა თბილ ტანსაცმელთან, ქუდებთან და წინდებთან ერთად ახლა უკვე შეგვიძლია ცხვირიც მარტივად გავითბოთ.
The Nosewarmer Company-მ ცხვირის გამათბობლები გამოუშვა, რომელიც გაწითლებულ, სიცივისგან მიყინულ ცხვირს ზამთრის სუსხისგან დაიცავს.
გამათბობლები ყველა ზომის და ფორმის ცხვირისთვის იქნება და მისი მორგება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.