ოკუპირებული ყირიმი

ოკუპირებულ ყირიმში, ტექნიკურ კოლეჯში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: Kerch.fm

ოკუპირებულ ყირიმში ტექნიკურ კოლეჯში მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა სტუდენტები არიან.

ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით ტერორისტული თავდასხმა მოხდა და მას იძიებენ.

ჯერ-ჯერობით დაუდგენელი ტიპის მოწყობილობა ქერჩის სრუტესთან მდებარე კოლეჯში აფეთქდა. სრუტეზე რუსეთი ანქსირებულ ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელ ხიდს აშენებს, რომლის  მშენებლობა 3.6 მილიარდი აშშ დოლარი ჯდება. მისი ნაწილი ვლადიმირ პუტინმა მაისში, წინასაარჩევნო კამპანიის ბოლოს გახსნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები