რეკლამა

® 23 მილიონზე მეტი საპრიზო ფონდი, მოგების ყველაზე მაღალი შანსი და 3 ახალი გათამაშება

22 ოქტომბრიდან, საქართველოს ეროვნული ლატარია მომხმარებელს სამ ახალ პროდუქტს სთავაზობს. ახალი ტირაჟიანი ონლიან ლატარიის "5/35-ოქროს ბურთის" და ორი მომენტალური გათამაშების "სამი შანსის" და "საახალწლოს" გაყიდვები ერთდროულად მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ლატარიის ცნობით, მათი სტრატეგიაა, მომხმარებელს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზონ და საქართველოს ლატარიის თამაში გახადონ ყველასთვის მიმზიდველი და საინტერესო.

"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მივანიჭოთ მოგების სიხარული. ახალი პროდუქტების დანერგვით ავტომატურად იზრდება საპრიზო ფონდიც, რაც იმის გარანტიაა, რომ ლატარიის პროდუქტებით სარგებლობისას გაიზრდება მოგებების რაოდენობაც. 17 მარტიდან, ოპერირების დაწყებიდან დღემდე, კომპანიას მოგების სახით უკვე გაცემული აქვს 10 000 000 ლარზე მეტი. სწორედ ამიტომ საქართველოში ლატარიის თამაში გახდა სოციალური პროექტი, გაცემული თანხების პარალელურად ლატარიის გაყიდული თითოეული ბილეთიდან შემოსული თანხის გარკვეული პროცენტი მიმართულია სოციალური პროექტებისკენ, რომლებსაც კომპანია სისტემატურად ახორციელებს" - აცხადებს საქართველოს ეროვნული ლატარიის გენერალური დირექტორი გიორგი გედევანიშვილი.

კომპანიის ცნობით, ახალი პროდუქტებიდან სრულიად უნიკალურია და მას მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს ახალ ტირაჟიან ონლაინ ლოტოს "5/35-ოქროს ბურთს". პლატფორმა ონლაინზეა განთავსებული და გათამაშების სტრუქტურა მთლიანად ციფრულ ტექნოლოგიებზეა აგებული.

"5/35 -ოქროს ბურთის" პირდაპირი ეთერი ყოველდღიურად საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდზე www.lotto.ge და facebook-ის კომპანიის ოფიციალურ გვერდზე facebook/lotto.ge-ზე საღამოს 10 საათზე  გაიმართება. "5/35 -ოქროს ბურთის" ბილეთის ღირებულება 1 ლარია და ის როგორც ონლაინ, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ლატარიის რეალიზაციის ყველა წერტილში გაიყიდება.

"5/35 -ოქროს ბურთით" უკვე დაინტერესდნენ ლატარიის საერთაშორისო კომპანიები" - აღნიშნავს საქართველოს ეროვნული ლატარია.

რაც შეეხება, ორ ახალ მომენტალურ გათამაშებას "სამ შანსს" და "საახალწლოს", ამ ახალი გათამაშების დანერგვით მომენტალური გათამაშებების საპრიზო ფონდი გაიზარდა და ის უკვე 23 173 724 ლარია.

"სამი შანსის" ღირებულება 2 ლარია, მაქსიმალური მოგება კი 20 000 ლარი.

"მეორე ახალი მომანტალური გათამაშება "საახალწლო" შეზღუდული ტირაჟით გამოდის, მისი ღირებულება 3 ლარია, ხოლო მაქსიმალური მოგება 50 000 ლარი" - აცხადებს ეროვნული კომპანია.

კომენტარები