საქართველოს მთავრობა

მთავრობა მზად არის, სხდომაზე კონკრეტული საკითხები პრეზიდენტთან ერთად განიხილოს

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილოს პრეზიდენტის წინადადება, მთავრობის სხდომაზე მასთან ერთად იქნას განხილული კონკრეტული საკითხები, როგორც ეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის 6-ე პუნქტით არის განსაზღვრული.  

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ნათია მიქელაძე ასევე ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით. 

მთავრობის სხდომაზე მასთან ერთად სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხების განხილვა მარგველაშვილმა გუშინ მოითხოვა. 

"ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას, მივმართავ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს მთავრობის სხდომა. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა იქნება სასარგებლო ქართული სახელმწიფოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის და უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს ქართული დემოკრატიისათვის", - თქვა მან 

კომენტარები