თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 18 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III მიკრორაიონების და გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის,  ნავთლუღის დასახლების, შირაქის, შორაპანის, გარეკახეთის, მათიაშვილის, ჩოჩუას, ლაღიძის, მესხეთის, ბუკისციხის და ჯანელიძის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჰოლბრუკის, იუნკერთა და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.

15:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანდლის ქუჩის  (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, ახალშენის, ნასიძის, ბალანჩივაძის, ბზვანელის და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი გეგეჩკორის (ნაწილობრივ), ოთარ ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ), ედიშერ მაღალაშვილის (ნაწილობრივ) და დავით თავხელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მედეა ჩახავს, ოთარ ჩხეიძეს, გიორგი გეგეჩკორის (ნაწილობრივ), ოთარ ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გორგასალის, ორთაჭალის და ათონელის  ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს .

დიდგორის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცხვედაძის, რაზმაძის, ტაბიძის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 19 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები