იაპონია

იაპონიაში საკურა, გაზაფხულის ნაცვლად, მოულოდნელად შემოდგომაზე აყვავდა 

იაპონიაში საკურა, რომელიც ტრადიციულად გაზაფხულზე ყვავის, მოულოდნელად შემოდგომაზე აყვავდა. ამის შესახებ BBC წერს. 

ამ უჩვეულო სანახაობის მომსწრე სხვასხვა ქვეყნებიდან ჩასული ტურისტები გახდნენ. 300-ზე მეტმა ადამიანმა კი დაადასტურა, რომ მათ ეზოშიც აყვავდა იაპონური ალუბლის ყვავილი. 

მეტეოროლოგები ამ ფაქტს, იაპონიაში უჩვეულო მაღალ ტემპერატურას უკავშირებენ, რომელიც ოქტომბერშიც დაფიქსირდა. 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტაიფუნების სერიამ კლიმატზე ცვლილება გამოიწვია, რასაც საკურას აყვავებაც მოჰყვა. ძლიერმა ქარმა საკურას ხეებს ფოთლები შემოაცალა და მისი დროზე ადრე აყვავება ამან განაპირობა. თუმცა, მათი თქმით, გაზაფხულზე მცენარის აყვავებას ეს ფაქტი ხელს არ შეუშლის. 

კომენტარები