ფარული აუდიოჩანაწერები

პენიტენციური სამსახური: სიცრუეა, თითქოს სუბელიანზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა

0 კომენტარი
ფოტო: პირველი არხი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბრალდებულ მირზა სუბელიანზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.

"ბრალდებული 24-საათიანი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ ინყოფება. სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუკი დაცვის მხარეს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების სურვილი აქვს, ბრალდებული მირზა სუბელიანი დაუყოვნებლივ მოინახულოს მისმა ადვოკატმა" - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო დღეებში, სავარაუდოდ მირზა სუბელიანის მონაწილეობით არაერთი ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატები აქვს. ის ამბობს, რომ მას უსამართლოდ ექცევიან.

საპასუხოდ კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა მთავარმა პროკურატურამ, რომელიც, უწყების მტკიცებით, წინ უსწრებს რუსთავი 2-ის ჩანაწერს - აქ სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის პრობლემების შესაქმნელად მომავალში ტყუილს იტყვის.

უფრო დაწვრილებით რუსთავი 2-ისა და პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე წაიკითხეთ აქ.

ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, მირზა სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები