ფარული აუდიოჩანაწერები

ომბუდსმენის წარმომადგენელი: სუბელიანს სხეულზე დაზიანებები აქვს, ის ცემის ფაქტს უარყოფს

0 კომენტარი
ფოტო: პირველი არხი

სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, ბრალდებული მირზა სუბელიანი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას სცემეს. თუმცა, ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ "სუბელიანს აღენიშნება დაზიანებები ორივე ქვედა კიდურის არეში, იდაყვთან და კისრის მიდამოში, ეს იყო მცირედი სიწითლეები, რაზეც განაცხადა, რომ მან ეს დაზიანებები მიიღო 2018 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც სუიციდი სცადა".

ინტერპრესნიუსის ცნობით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციხის დატოვების შემდეგ ასევე თქვა, რომ მან ექიმის ჟურნალი შეამოწმა.

"ბოლო ჩანაწერი გაკეთებულია 15 ოქტომბერს, როდესაც მან სუიციდი სცადა და ამ ჩანაწერში არსებული დაზიანებები ზუსტად შეესაბამებოდა მირზა სუბელიანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“ - ამბობს ის.

მირზა სუბელიანის ცემის შესახებ ინფორმაცია ელისო კილაძემ გაავრცელა, რაც მალევე უარყო სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები