ძალადობა

ბებიის ცემაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

www.geo.tv

ბებიაზე ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას ბებიას ხელებით და ფეხებით სცემა.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმალ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბებიას - მ.კ.-ს სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელებისა და ფეხების დარტყმით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. სამართალდამცველებმა ლ.მ. 2018 წლის 13 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით (ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახმსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა." - წერია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

კომენტარები