ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 22 ოქტომბრამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 21-22 ოქტომბერს კი ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში 21-22 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემერატურა +23, +25 გრადუსი იქნება.

კომენტარები