ცნობილი ადამიანები

კარლი კლოსი და ჯოშუა კუშნერი დაქორწინდნენ

People Magazine

ამერიკელმა მოდელმა, კარლი კლოსმა და ბიზნესმენმა, ჯოშუა კუშნერმა იქორწინეს.

ქორწილის სურათი კარლი კლოსმა საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. წყვილმა ქორწილი 18 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გადაიხადა და მას 80 სტუმარი ესწრებოდა. ამერიკელ მოდელს კრისტიან დიორის საქორწილო კაბა ეცვა.

View this post on Instagram

10.18.2018 ❤️

A post shared by Karlie Kloss (@karliekloss) on

"ქორწილი ძალიან ინტიმური და ამაღელვებელი იყო. წყვილი კი ძალიან ბედნიერი", - უთხრა ერთ-ერთმა დამსწრემ ჟურნალ People-ს.

კარლი კლოსი და ჯოშუა კუშნერი 2012 წლის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. 

კომენტარები