ერდოღანი

ერდოღანს მოლდოვის პრეზიდენტის გამოსვლის დროს პრესკონფერენციაზე ჩაეძინა

0 კომენტარი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონთან საერთო პრესკონფერენციის დროს ჩაეძინა.

ერდოღანი კიშინიოვს ოფიციალური ვიზიტით 17 ოქტომბერს ეწვია. მოლაპარაკებების შედეგად, მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, 2017 წელს ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსთან ერთად კიევში, პრეზიდენტის ოფისში პრესკონფერენცია გამართა.

სანამ პრეზიდენტი პოროშენკო უკრაინის წარმატებებზე საუბრობდა, ერდოღანი მთქნარებას ვერ იკავებდა და რამდენჯერმე ჩათვლიმა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები