მარიხუანას ლეგალიზაცია

კანადაში მარიხუანას ლეგალიზებიდან 2 დღეში მაღაზიებში თითქმის მთელი მარაგი ამოიწურა

0 კომენტარი

კანადაში მარიხუანას ლეგალიზაციიდან 2 დღის შემდეგ მაღაზიებში მარიხუანას თითქმის მთელი მარაგი ამოიწურა.

17 ოქტომბერს კანადაში მარიხუანას რეკრეაციული მიზნით გაყიდვა და მოხმარება ლეგალური გახდა, მას შემდეგ მაღაზიებთან ხალხის რიგები არ შემწყდარა.

"ეს ჯოჯოხეთი იყო, ციოდა, მაგრამ ჩვენ მაინც გავერთეთ. ხალხს ვესაუბრებოდი რიგში და ერთმანეთს მარიხუანას ვუცვლიდით", - თქვა ალექსმა.

ალექსმა 17 ოქტომბერს რიგში დგომის მიუხედავად მარიხუანას ყიდვა ვერ შეძლო, რადგან მაღაზიას მარაგი ამოეწურა.

ფოტო: Rex Shutterstock

მარიხუანას მომხმარებლების თქმით, ლეგალიზაციამ ფასების ზრდა გამოიწვია - ლეგალიზაციამდე მარიხუანას ერთი გრამი საშუალოდ 7 ამერიკული დოლარი ღირდა, მას შემდეგ კი ფასები რამდენიმე მაღაზიაში 18 ამერიკულ დოლარამდეც კი გაიზარდა.

17 ოქტომბერსვე, კანადის პროვინცია ონტარიოში, დაახლოებით 38 000 მარიხუანას შეკვეთა მიიღეს მაღაზიებმა და ვებ-გვერდებმა, რამაც მთლიანობაში 750 000 ამერიკულ დოლარამდე შეადგინა. კვებეკში კი დაახლოებით 42 000 შეკვეთა განხორციელდა.

კანადა, ურუგვაის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახდა, სადაც მარიხუანის რეკრეაციული მიზნით გაყიდვა და მოხმარება ლეგალური იქნება.

ახალი კანონმდებლობის მიხედვით, კანადაში, უკანონოდ ჩაითვლება 30 გრამზე მეტი მარიხუანის შენახვა და ლიცენზიის არმქონე გამყიდველებისგან მისი შეძენა. ასევე უკანონოა მარიხუანის 4 ბუჩქზე მეტი მოყვანა. ხოლო 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ყველას, ვინც არასრულწლოვანს მიყიდის მას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები