საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

სიონი ვაკის სამების წინააღმდეგ - ტაძრების მრევლს შორის საფეხბურთო ტურნირი იწყება

ჩემპიონატი მინი ფეხბურთში - ერთმანეთს თბილისის ეკლესიების მრევლი შეეჯიბრება. ჩემპიონატის ორგანიზატორი მოძრაობა "დავითიანნია". 

ჩემპონატი​ დღეს, 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მუშატედის ბაღში მდებარე მოედანზე დაიწყება. ტურნირი 1 კვირას გასტანს, ფინალი 28 ოქტომბერს შედგება. 

იქამდე კი, 12 საათზე სამების გალავანში პრესკონფერენცია და ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. ეკლესიების მრევლი ორ ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა:   

A ჯგუფი

  • ვაკის ანდრეა პირველწოდებულის სახელობის ტაძარი
  • სიონი
  • დიდი დიღმის ვახტანგ გორგალის სახელობის ტაძარი
  • ოქროყანის ღვთისმშობლის ტაძარი
  • ჯვრის მამათა მონასტერი
  • სამების მონასტერი

B ჯგუფი

  • ვაკის სამება
  • ქაშუეთი
  • საბურთალოს მონასტერი
  • საბურთალოს კვირიკე და ივლიტას ტაძარი
  • საბურთალოს ჯვართამაღლების ტაძარი
  • დიდი დიღმის 100,000 მოწამის სახელობის ტაძარი

კომენტარები