ჯამალ ხაშოგი

თურქეთი პირობას დებს, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ სიმართლეს დაადგენს

BBC

თურქეთი პირობას დებს, რომ საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ ყველა დეტალს გამოავლენს. 

ამის შესახებ თურქეთის მმართველი პარტიის სპიკერმა თქვა. 

საუდის არაბეთმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა დღეს დაადასტურა და 18 ადამიანიც დააკავა. ოფიციალურ მიზეზად მათ ფიზიკური დაპირისპირება დაასახელეს. 

საუდის არაბეთის ვერსიით, მას შემდეგ, რაც ხაშოგი სტამბოლში მდებარე საკონსულოს შენობაში შევიდა, მას და საკონსულოს თანამშრომლებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც საბოლოოდ სიკვდილით დასრულდა. ჟურნალისტის ცხედარი ნაპოვნი არ არის. 

თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, ხაშოგი მიზანმიმართულად მოკლეს საელჩოს შენობაში, მისი სხეული კი დაანაწევრეს. მიმდინარე კვირის დასაწყისში ამ ინფორმაციის დამადასტურებელი აუდიო და ვიდეო მასალა კონფიდენციალურმა წყაროებმა მედიასაც მიაწოდეს. 

საუდის არაბეთის მმართველებზე ახლა ინტენსიური ზეწოლა მიმდინარეობს - მათ ხაშოგის მკვლელობის ახსნას სთხოვენ. ჟურნალისტი საუდის არაბეთის სტამბულის საკონსულოში 2 ოქტომბერს შევიდა, ქროწინებისთვის საჭირო საბუთების მოსაგვარებლად. მას შემდეგ ის არავის უნახავს. 

დეტალურად ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმესა და პოლიტიკურ კონტექსტზე წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები