აშშ-რუსეთი

ტრამპის თქმით, აშშ ბირთვული ძალების შეთანხმებას დატოვებს

Reuters

ამერიკის შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის შეთანხმებას დატოვებს. ეს დონალდ ტრამპმა დაადასტურა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ რუსეთმა 1987 წლის „შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულება“ [INF] დაარღვია. 

ხელშეკრულებით იკრძალება ხმელეთზე განთავსებული, საშუალო - 500-500 კმ (310-3,400 კილომეტრი) დიაპაზონის რაკეტები. 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვი მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი კრძალავს, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა, შექმნან ან დატესტონ საშუალო დიაპაზონის ბირთვული რაკეტები. 

ტრამპის თქმით, აშშ არ მისცემს უფლებას რუსეთს, "წავიდეს და აწარმოოს იარაღი, რომლის შექმნაც არ შეიძლება". 

"არ ვიცი, პრეზიდენტმა ობამამ რატომ არ აწარმოა მოლაპარაკებები ან არ დატოვა ეს ხელშეკრულება. ისინი მას მრავალი წელია, არღვევენ". 

აშშ ამტკიცებს, რომ რუსებმა გარიგების დარღვევით შეიმუშავეს ახალი საშუალო დიაპაზონის რაკეტა, სახელწოდებით ნოვატორი 9M729 - ნატო-სთვის ცნობილი, როგორც SSC-8.

ის საშუალებას მისცემს რუსეთს, ნატოზე ძალიან სწრაფად მიიტანოს ბირთვული იერიში.  

პაქტი, რომლის დატოვებასაც ტრამპი აპირებს, იცავს აშშ-ს და მის მოკავშირეებს ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთში. 

შეთანხმების დატოვების შესახებ ტრამპმა განცხადება შაბათს, 20 ოქტომბერს გააკეთა ნევადას შტატში. კამპანიის პარალელურად, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების მრჩეველი, ჯონ ბოლტონი რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს სტუმრობს. 

კომენტარები