ხორვატია

ხორვატიაში საპენსიო ასაკის გაზრდა მასშტაბური აქციით გააპროტესტეს

ხორვატიაში საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით, მასშტაბური აქცია გაიმართა. ზაგრების ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. 

კანონპროექტი, რომლის მიღებაც მთავრობამ პარლამენტს რამდენიმე დღის წინ თხოვა, 2033 წლიდან საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. 

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც პენსიაზე გასვლას 67 წლამდე გადაწყვეტენ, პენსიებს 4 %-ით შეუმცირებენ.

აქციაზე გამოსული ხალხის თქმით, ზოგ მათგანს აღნიშნულ ასაკამდე მუშაობა ფიზიკურად არ შეუძლია. დემონსტრანტები მიიჩნევენ რომ მთავრობა მათ გაქურდვას გეგმავს. 

აქციის ორგანიზატორები კანონპროექტის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით კამპანიის დაწყებას გეგმავენ. პროფკავშირების წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარება სურთ. ამისთვის კი მათ 375 ათასი ადამიანის ხელმოწერა უნდა მოაგროვონ. 

კომენტარები