რუსული ოკუპაცია

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარედ ოკუპანტებმა ორი ადამიანი გაიტაცეს

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი გაიტაცეს.

მომხდარს ადასტურებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მათი ინფორმაციით, დაკავება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მოხდა.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"ვიყენებთ ყველა მექანიზმს, რათა მოხდეს მათი დროული გათავისუფლება", - აღნიშნავენ სუს-ში.

რუსმა სამხედროებმა გუშინ, 20 ოქტომბერს ორი ადამიანი გაიტაცეს ოკამიდანაც.

კომენტარები