კარიმ ბენზემა

კარიმ ბენზემას ადამიანის გატაცების მცდელობაში ადანაშაულებენ

მადრიდის რეალის ფეხბურთელს, კარიმ ბენზემას ადამიანის გატაცების მცდელობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Mirror-ი წერს. 

ფრანგი ფეხბურთელის ყოფილმა აგენტმა, ლეო დე სოუზამ სასამართლოს მიმართა და ბენზემას ნათესავები მისი გატაცების მცდელობაში დაადანაშაულა. 

Mediapart-ის ინფორმაციით, 33 წლის დე სოუზას გატაცება 7 ოქტომბერს სცადეს. ამის შესახებ მან გამოცემას 8 ოქტომბერს უთხრა. სოუზას თქმით, მან ამოიცნო ბენზემას ერთ-ერთი ახლობელი.

მედიის ცნობით, გამოძიება დე სოუზას ჩვენების საფუძველზე დაიწყო. 

ბრალდებებს ფეხბურთელიც გამოეხმაურა. მისი თქმით, დეს სოუზა ტყუის. 

"დე სოუზა სცემეს მას არა აქვს საქმე ჩემთან...დე სოუზა ამბობს რომ იმ მანქანაში რომლითაც მივიდნენ გამტაცებლები იჯდა ბენზემაც...მსოფლიო, მეხუმრები? #მეტისმეტია #საკმარისია #უნდა დასრულდეს" - წერს ბენზემა Twitter-ზე.

კომენტარები