ტაივანი

ტაივანში სარკინიგზო ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა

ტაივანში სარკინიგზო ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. 

პოლიციის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის სედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათი ნაწილი, გადაბრუნებულ ვაგონებში იმყოფება. 

ადგილზე იმყოფებიან მაშველები და დაზარალებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ.

მატარებლის რელსებიდან გადასვლის მიზეზი და სხვა დეტალები უცნობია. მატარებელში 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. 

კომენტარები