აშშ-რუსეთი

რუსეთის შეფასებით, აშშ-ის მიერ ბირთვული ძალების შეთანხმების დატოვება საშიშია

EPA

რუსეთმა "ბირთვული ძალების შეთანხმების" დატოვებასთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმები დაგმო და შეფასა, როგორც "ძალიან საშიში ნაბიჯი". 

გადაწყევტილება, რომ აშშ 1987 წელს, რონალდ რეიგანის და მიხაილ გორბაჩოვის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას დატოვებდა, დონალდ ტრამპმა გუშინ, ნევადაში გაახმოვანა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ რუსეთმა 1987 წლის „შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულება“ [INF] ბევრჯერ დაარღვია. 

ხელშეკრულებით ხმელეთზე განთავსებული, საშუალო - 500-500 კმ (310-3,400 კილომეტრი) დიაპაზონის რაკეტები იკრძალება. დოკუმენტი კრძალავს, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა, შექმნან ან დატესტონ საშუალო დიაპაზონის ბირთვული რაკეტები. 

ტრამპის თქმით, აშშ არ მისცემს უფლებას რუსეთს, "წავიდეს და აწარმოოს იარაღი, რომლის შექმნაც არ შეიძლება". 

"არ ვიცი, პრეზიდენტმა ობამამ რატომ არ აწარმოა მოლაპარაკებები ან არ დატოვა ეს ხელშეკრულება. ისინი მას მრავალი წელია, არღვევენ". 

აშშ ამტკიცებს, რომ რუსებმა გარიგების დარღვევით შეიმუშავეს ახალი საშუალო დიაპაზონის რაკეტა, სახელწოდებით ნოვატორი 9M729 - ნატოსთვის ცნობილი, როგორც SSC-8.

ის საშუალებას მისცემს რუსეთს, ნატოზე ძალიან სწრაფად მიიტანოს ბირთვული იერიში.  

პაქტი, რომლის დატოვებასაც ტრამპი აპირებს, იცავს აშშ-ს და მის მოკავშირეებს ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთში. 

ეს გადაწყვეტილება, ანალიტიკოსების შეფასებითაც არასწორია. მათი შეფასებით, ეს ბირთვული იარაღის გამოყენების კონტროლისთვის რეგრესული ნაბიჯია. 

კომენტარები