ხვალ დილის 08:00-მდე, ისანი-სამგორის რაიონში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

22 ოქტომბრის 12:00 საათიდან 23 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე, ისანი-სამგორის რაიონში, რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება. GWP-ის ცნობით, მიზეზი კახეთის გზატკეცილზე მაგისტრალური ქსელის განახლებაა. ახალ ქსელზე გადაერთება დღეს მიმდინარეობს, რის გამოც, მაგისტრალური ქსელი წყლისგან უნდა დაიცალოს.

წყალმომარაგება შეუწყდება მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ქეთევან წამებულის გამზირის მოსახლეობას. ასევე, მიმდებარე ქუჩებს.

კომენტარები