ომეგა ჯგუფის საქმე

რ2 ომეგა ჯგუფის საქმეზე ახალ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს

რუსთავი 2

რუსთავი 2 ომეგას საქმეზე ახალ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს. მასალა ამჯერად არა აუდიო, არამედ ვიდეოფაილია. 

ვიდეოში ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირებისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის საუბარია ასახული.

ჩანაწერის მიხედვით, რომელიც 2017 წლის 19 აპრილს არის გაკეთებული, შეკრებილები ომეგა ჯგუფის საქმეს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. კერძოდ, ყიფიანის ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტს. 

ზაზა ოქუაშვილი "ძალისმიერ რაღაცებზე" საუბრობს, ლევან ყიფიანი კი "ავარიას" ახსენებს. ოქუაშვილის წინა ინტერვიუების მიხედვით, "ავარია" ლევან ყიფიანის გატაცება, ფიზიკური ძალადობა და მუქარაა ოთარ ფარცხლაძის მხრიდან. 

საუბარში ისინი ოთარ ფარცხალაძესთან ერთად ახსენებენ გიორგი გახარიას, რომელიც მაშინ ბიზნესომბუდსმენი იყო, ბიზნესმენ ზარალას, იგივე გიორგი რამიშვილს, ასევე პოეტ დავით მაღრაძეს. მათი თქმით, კონფლიქტის შემდეგ ივანიშვილთან შუამავლობა მაღრაძემ გასწია, ივანიშვილი კი, თავის მხრივ, ფარცხალაძეს დაელაპარაკა. 

სრული ჩანაწერი:

ზაზა ოქუაშვილი - მაშინ ჩვენთვის არ უთქვამს არავის, იმიტომ რომ ჩვენამდე ვერ მოდიოდნენ,  იმიტო, რომ ლევანის ვთხოვეთ და ლევანი იდგა ჩვენ წინ. ამიტომ  მოხდა ძალისმიერი რაღაცები. ახლა პირდაპირ გვეუბნებიან ჩვენ

ლევან ყიფიანი - არა, ამის გარჩევას, მანდ რომ თქმულიყო, რო რა შუაშია და როგორ არის, სხვანაირად წავიდოდა საქმე

ზაზა ოქუაშვილი - რა შუაშია არ უთქვიათ, არ უთქვამთ, ითქვა, რომ

ლევან ყიფიანი - თქვენ უნდა გეთქვათ, რა შუაშია ის ხალხი

ზაზა ოქუაშვილიეხლა?

ლევან ყიფიანი - მაშინ

ზაზა ოქუაშვილი - მაშინ

ლევან ყიფიანი - მე, გამოდის სხვის ბიზნესს ვიცავდი რა და თქვენ რომ კითხვა დაგისვეს, თქვენ არაფერი არ უთხარით. თავისთავად ამან გამოიწვია ავარია. 

ზაზა ოქუაშვილი - კონფლიქტი

ლევან ყიფიანი - თქვენ რომ გეთქვათ, რა ვიცი მე იქ არავინ ... კი გახარიასთან, იმასთან მქონდა კავშირი, სხვა ხალხი მე იქ არ მინახია ხო? მე არ მინახია პირადად

ზაზა ოქუაშვილი - მეც ვეცადე, რომ მაგათ მხრივ მიღებული ადამიანი ყოფილიყო წინ, რომ პირადად კონფლიქტში არ შევსულიყავი. სამაგიეროდ, შევიდა კონფლიქტში ადამიანი, რომელიც ... იქით კონფლიქტი არ უნდოდა და არაფერი. ეს ჩემი კონფლიქტი იყო, მე დამანახეს

ლევან ყიფიანი - ჰო, ეგ იყო, რა

ზაზა ოქუაშვილი - რომ იმ დონეზე, რომ მერე ბიძინა იყო იძულებული, რომ თავისი პირით ეთქვა, რომ  განემარტა, დავეყენებინე გზაზე

ლევან ყიფიანი - ჰო, მარა იქ გქონდა საუბარი ერთი-ერთზე, იქ ალბათ უნდა „ჩოტკად“განსაზღვრულიყო ... მერე იქ  რაღაც სხვანაირად წავიდოდა. ჩემი მხრივ აქტიურობა... ეხლა მე რომ შენ იმაზე ვილაპარაკო, შენ რანაირი სახლი გაქვს, არ მეტყვი ვიღაცა  რაღა შენ ლაპარაკობ იმის სახლზე თვითონ ვერ ილაპარაკებს?

ზაზა ოქუაშვილიგახარიაც იქვე იყო

ლევან ყიფიანი - ჰო

ზაზა ოქუაშვილი - ახლა გახარია სულ რა ვიცი, გაიქცა

ლევან ყიფიანი - არა, გახარიამ იმთავითვე დააფიქსირა, რომ მე ჩემი მისიაო ამ ეტაპზეო

ზაზა ოქუაშვილიმოვამთავრეო?

ლევან ყიფიანიმოვამთავრეო. სულ იყო ... გაუთავებლად ... ბოლო შეხვედრა ეგ იყო ... ახალი ჩამოსული იყავი . მაშინ რომ იყო საუბარი, მაგი თქვა რა,  იმ კონფლიქტებშიო უკვე ვეღარ წამოგყვებითო ... ერთიო რაც იყო ეგ არიო. იყოო... ხო არა. მაშინ ალბათ „ბრონიჟილეტი“უნდა ჩაგეცვა და კასკა დაგეხურა, სხვანაირად რომ გეთქვა

ზაზა ოქუაშვილი - ხო, მაშინ, სხვა... რო

დავით თოლორდავა - რა საომარი გახდებოდა?

ლევან ყიფიანი - ალბათ, აბა აბა როგორ, იქ მოკლე ხანში მოხდა რა, ის ჩაერია, ჩემი მაგის მეგობარი და მეც ვისთანაც ურთიერთობა მაქვს და უცბად მოხდა რა ლოკალიზება ამ კონფლიქტის.

ზაზა ოქუაშვილი - დათო, ხო?

ლევან ყიფიანი - ძირითადად და ზარალა ჩაერია რა

ზაზა ოქუაშვილი - ზარალა თუ მაღრაძე?

ლევან ყიფიანი - არა, მაღრაძე მერე უკვე, ზარალა მანამდე, მანამდე შეხვდა, მერე დათოც რომ შეხვდა ბიძინას

დავით თოლორდავა - მაღრაძე იყო, იქ გასვენებაში

ზაზა ოქუაშვილი - სად?

დავით თოლორდავა - გორში

ზაზა ოქუაშვილი - ა, პაატასთან?

დავით თოლორდავა - რეზოს გასვენებაზე, ჩამოვიდა

ზაზა ოქუაშვილი - მაღრაძე პაატას იცნობს

დავით თოლორდავა - ალბათ

ზაზა ოქუაშვილი - მაღრაძე მაგარი ავტორიტეტია ხო?                 

დავით თოლორდავა - კი, კაი ბიჭია

ზაზა ოქუაშვილი მარა, ზარალა ბიძინასთან არ ჩაერია, მაღრაძე ჩაერია

ლევან ყიფიანი - ბიძინა იმასთან

ზაზა ოქუაშვილი- ოთარისთან ხო

ლევან ყიფიანი - მე ვერ დავიჯერე, მე ჩემი ბრალიც არის

ზაზა ოქუაშვილი - ჰა?

ლევან ყიფიანი - მე ვერ დავიჯერე, რო იმის მხრიდან

ზაზა ოქუაშვილი - მეც ვერ დავიჯერე, მე თვალებს არ ვუჯერებდი

ლევან ყიფიანი - მე ვერ მივხვდი რა

ზაზა ოქუაშვილი - თვალებს არ ვუჯერებდი, მე მგონი გახარია იქ იჯდა და გახარიას არ სჯეროდა, არც ყურების თავისი და არც თვალების... კარგად ისმენდა

ლევან ყიფიანი - გახარიამ მეო, მე ნუ ჩამრევო

ზაზა ოქუაშვილი - გახარია ხომ იყო იქ ბიძინასთან?

ლევან ყიფიანი - ხო, მარა მერე რომ ვსაუბრობდით, მე ნუ ჩამრევო, აიცილა, რა

ზაზა ოქუაშვილი - აიცილა კაია, აიცილა..."

კომენტარები