თურქეთი

ბოდრუმთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, გარდაცვლილია 2 ადამიანი

www.dailysabah.com

თურქეთის დასავლეთ სანაპიროსთან, ბოდრუმთან ახლოს, ნავი ჩაიძირა, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშველებმა ნავზე მყოფი 17 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, სამმა მიგრანტმა ნაპირამდე თავად მიაღწია. ორი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გავრცელებუი ინგორმაციით, ნავზე 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ჯერ-ჯერობით დაუდგენელია მიგრანტთა ეროვნება.

კომენტარები