შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შემოსავლების სამსახურმა IBSU-ს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა

0 კომენტარი

შემოსავლების სამსახურმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა მოეხსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესის დასრულების შემდეგ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, უწყებამ მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით დავის გაგრძელების კანონიერი ინტერესი არ არსებობს.

შემოსავლების სამსახურმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შავი ზღვის უნივერსიტეტმა 735 ათასი ლარი გადაიხადა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარადგინა. შემოსავლების სამსახურმა წინა პროცესზე ითხოვა ორკვირიანი ვადა, რათა გადაეწყვიტა, გაიწვევდა თუ არა სასამართლოდან სარჩელს.

სწორედ ამ თანხის გადაუხდელობის საბაბით 20 აგვისტოს ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება 1 წლით აუკრძალა. თანხა უნივერსიტეტმა 27 აგვისტოს გადაიხადა.

აღუდგება თუ არა უნივერსიტეტს ავტორიზაცია, საბჭო ნოემბრის შუა რიცხვებამდე გადაწყვეტს. ორგანოს გადაწყვეტილების გადასახედად 30 დღის ვადა 16 სექტემბერს სააპელაციო საბჭომ მისცა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები