თბილისის ქუჩები, რომლებსაც 23 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყება

Creative commons

ხვალ, 24 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის, კარტოზიას და თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კილომეტრების (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ახალდაბის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების და გურიის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები