საგანგებო სიტუაციების სამსახური

გამოძახებაზე მისულ მეხანძრეებს მე-8 სართულზე ხანძრის ნაცვლად მწვადი დახვდათ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე გამოძახებულ სახანძრო ბრიგადას ხანძრის ნაცვლად მწვადი დახვდა.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, მოქალაქემ მათ შეატყობინა, რომ ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი იყო. ადგილზე მივიდა სამი სახანძრო ბრიგადა, მიიტანეს სახანძრო კიბეც, რადგან შეტყობინების მიხედვით, დიდი ოდენობით კვამლი მე-8 სართულიდან გამოდიოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ მოქალაქე აივანზე მწვადს წვავდა.

კომენტარები